"სამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალიან არაადამიანურ, დამამცირებელ და ირონიულ მოპყრობას"

გუმათში დაკავებული "რიონის ხეობის მცველების" ადვოკატების განცხადებით, აქტივისტების დაკავება არაჰუმანური მეთოდებით მოხდა. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ დაკავებულების უმეტესობას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. 

ამასთან, დაკავებულების მხრიდან ფიზიკურ დაპირისპირებას ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. 

"სამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალიან არაადამიანურ, დამამცირებელ და ირონიულ მოპყრობას, თითქოს მოვიდეს ეხლა მათი ვარლამი, ვისაც მხარს უჭერენ, გადაუხადოს ჯარიმები, მიეხმაროს, ვინ უშველის, ვინ გადაუდის ახლა ჯარიმას და ა.შ. 

სამს ვიცავ და სამივეს დაზიანებები აქვს. შესთავაზეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა, მაინც ვერაფერს გაიტანთ, აღიარეთ ვითომ იგინებოდით, წინააღმდეგობას გვიწევდით, ვითომ შეურაცხყოფას გვაყენებდითო", - აცხადებს ადვოკატი. 

ადვოკატები მოითხოვენ, რომ სასამართლო დისტანციურ რეჟიმში არ ჩატარდეს და ბრალდებულები აღკვეთი ღონისძიების გარეშე გათავისუფლდნენ. 

გუმათში, გუშინ ღამით, პოლიციასა და "ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირიპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებს ნამოხვანისკენ გადაადგილება სურდათ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 პირი, რომელთაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები