კრემლის პროპაგანდა საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის წინააღმდეგ

საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში ურთიერთგაგების მემორანდუმს "ასოცირებული ტრიოს" დაფუძნების თაობაზე ხელი მოაწერეს. მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მემორანდუმი ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს, ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე საერთო დიპლომატიური ძალისხმევის, კონსულტაციებისა და ხალხთა შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების გზებს განსაზღვრავს. მემორანდუმის ტექსტი კონკრეტულად სამ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხება და  ნატო-ს ან რუსეთს არ ახსენებს, თუმცა რუსული პროპაგანდა მაინც ამტკიცებს, რომ ეს ნატო-ს მხრიდან კრემლის წინააღმდეგ გადადგმული მიზანმიმართული ნაბიჯია. პუტინის მედიას არ აუხსნია საერთოდ რა კავშირი აქვს ევროკავშირთან ასოცირების პროცესს ნატო-სთან, როდესაც საქმე ორ სხვადასხვა ორგანიზაციას ეხება. 

მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ „ასოცირებული ტრიო“ 2021 წლის თებერვალშიც გახდა რუსული დეზინფორმაციის მსხვერპლი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სატელევიზიო შოუში, შავი ზღვის რეგიონში მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას შორის ალიანსის ფორმირების გეგმებზე ისაუბრა. კრემლის პროპაგანდისტულმა მედიამ არა ერთი სტატია მიუძღვნა დმიტრი კულებას განცხადებას და უკლებლივ ყველგან ამტკიცებდა, თითქოს ჩამოთვლილი სამი ქვეყანა დასავლეთის დაფინანსებით სამხედრო ალიანსის შექმნას გეგმავდა. სინამდვილეში, კულებას საერთოდ არ უთქვამს, რომ ალიანსი სამხედრო ხასიათის იქნებოდა. თუმცა, „ასოცირებულ ტრიოს“ რომც უნდოდეს ასეთი კავშირის შექმნა, თითოეული ქვეყანა სუვერენულ სახელმწიფოს წარმოადგენს და ამის სრული უფლება აქვს. ამის მიუხედავად, არანაირი სამხედრო ალიანსი არ შექმნილა, რაც ადასტურებს, რომ  მოსკოვი ტრადიციულად ტყუილს ავრცელებდა. 

კრემლის პროპაგანდა საკუთარ და პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეებს ატყუებს, რომ ნატო რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის ემზადება და ორგანიზაციას დესტაბილიზაციის წყაროდ წარმოადგენს. რუსული დეზინფორმაცია მიზანში ევროკავშირსაც იღებს და ორგანიზაციას ანტირუსული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს. სინამდვილეში, ნატო გამჭირვალე თავდაცვითი ალიანსია, რომლის ერთადერთ მიზანს წევრი სახელმწიფოების დაცვა წარმოადგენს. არც ნატო და არც ევროკავშირი რუსეთის, მით უფრო რუსი ხალხის წინააღმდეგ კოორდინირებულ პოლიტიკას არ ახორციელებენ. გარკვეულ შემთხვევებში დასავლეთის ქვეყნების მთავრობები კრემლის მიერ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებზე ნამდვილად რეაგირებენ, თუმცა ეს მხოლოდ კრემლის დანაშაულებრივ ქმედებებზე პროპორციული პასუხია. 

2008 წელს რუსეთის შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, ყირიმის ანექსია, ალექსეი ნავალნის მოწამვლა, სხვადასხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევა, სკრიპალების მოკვლის მცდელობა ბრიტანეთის ტერიტორიაზე იმ დესტრუქციული ნაბიჯების მცირე ჩამონათვალია, რის გამოც დასავლეთში კრემლისგან პასუხს სამართლიანად ითხოვენ. თუმცა, ევროპის ჯანსაღი და პროპორციული რეაქცია თითოეულ ამ ფაქტზე, რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ  მიმართული არ არის. მეტიც, ხშირად დასავლეთის აღშფოთება თავად რუსეთის მოქალაქეების უფლებების უხეშ დარღვევას უკავშირდება.

დასავლეთის ქვეყნები სხვადასხვა პროგრამების საშუალებით, მათ შორის საგანმანათლებლო, მუდმივად ცდილობენ რუს და ევროპელ ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას. დასავლეთის მცდელობების მიუხედავად, პუტინის რეჟიმი თავად უშლის რუსეთის მოქალაქეებს ევროპულ ორგანიზაციებთან კავშირს. ამას „არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ კანონიც ადასტურებს, რომელიც რუსეთში უცხოურ ჯგუფებთან თანამშრომლობას ან მათ ღონისძიებებში მონაწილეობას კრძალავს. რუსეთის პრეზიდენტმა მინი საბჭოთა იმპერია შექმნა და საკუთარ ქვეყანას იზოლაციაში მიზანმიმართულად ამყოფებს, შემდეგ კი, ყველაფერს დასავლეთს აბრალებს. 

რუსული დეზინფრომაციის დისკურსი დასავლეთის მიერ პოსტსაბჭოთა სივრცის კრემლის წინააღმდეგ კაპიტალიზაციასთან დაკავშირებით, სრული სიცრუეა. ევროპასა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ყველა ურთიერთობა ნებაყოფლობითია. რუსეთს კი ჰგონია, რომ ეს ქვეყნები მისი საკუთრებაა, მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცე დიდი ხანია დამოუკიდებელია. საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არც ერთი მესამე მხარის წინააღმდეგ მიმართული არ არის, მათ შორის არც რუსეთის. მაგალითისთვის, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ (EaP) არის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის აღმოსავლეთის განზომილება. აღნიშნული ინიციატივა მოიცავს ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობელ ქვეყნებთან – სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა – სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას. EaP-ის ფარგლებში თანამშრომლობა ოთხ პლატფორმად არის დაყოფილი, რომელიც თავის მხრივ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის 4 თემატურ სფეროს განსაზღვრავს. ეს სფეროებია მაგალითად დემოკრატია, ეფექტური მმართველობა და სტაბილურობა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის შეთანხმების საფუძველზე, თითოეული პლატფორმის სამუშაო პროგრამა პერიოდულად მუშავდება. 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივა არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ის ქვეყნებისთვის თანაბრად მომგებიანია და რეგიონში ურთიერთობების გაღრმავების კონსტრუქციულ პლატფორმას ქმნის. ინიციატივას ქვეყნები თავიანთი სურვილით იზიარებენ და არა იმიტომ, რომ ვინმე აძალებთ. უფრო მეტიც, ევროკავშირი პარტნიორებს ევროპასა და რომელიმე სხვა ქვეყანას შორის არჩევანის გაკეთებას არ აიძულებს. რუსეთი კი, თავის ვითომ „პარტნიორებს“ ყოველთვის ასე უსვამს საკითხს - კრემლთან კავშირი ან დასავლეთი. ამ დროს კი, ევროკავშირის ინიციატივები არცერთ ქვეყანას არ უკრძალავს რუსეთის მიერ დაარსებულ ევრაზიული კავშირის ან დსთ-ს წევრობას. ამ ყველაფრიდან კარგად ჩანს ვინ არის სინამდვილეში აგრესიული და დესტრუქციული აქტორი. 

საქართველო, მოლდოვა და უკრაინა სუვერენულ სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევის უფლება აქვთ. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც თითოეულ ქვეყანაში საზოგადოების უმრავლესობა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ემხრობა. 

ამავე დროს, რუსი სამხედროები უკანონოდ რჩებიან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიაზე. რუსეთმა არა ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არა სანდოა და პარტნიორობის ნაცვლად ყველას მხოლოდ მონობას სთავაზობს. ახლა კი, პუტინის პროპაგანდისტული მედია „კოლექტიურ დასავლეთს“ კრემლის წარმოსახვით მსოფლიო წესრიგში პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოსკოვისგან დაშორებას აბრალებს. თუმცა, კრემლის პროპაგანდა ვერასდროს შეუცვლის რუსეთზე წარმოდგენას იმ ადამიანებს, ვინც საბჭოთა რეპრესიები და შემდეგ უკვე პუტინის რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საკუთარ თავზე გამოსცადეს. ამიტომაც რჩება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთგული და უპირობო მხარდამჭერი. რუსული პროპაგანდა ადამიანების პირად ტრაგედიებს და გამოცდილებას ვერასდროს გადაწონის, პუტინს კი პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენა დიდი ხანია დაკარგული აქვს. 

მაია დარახველიძე

უახლესი ამბები