ჟიგიმანტას პავილიონისი - ჩვენ გვჭირდება საქართველო, სადაც დემოკრატიულ პრინციპებს, ჟურნალისტების თავისუფალ სიტყვას და უმცირესობას იცავენ

"ჩვენ გვჭირდება საქართველო, სადაც დემოკრატიულ პრინციპებს, ჟურნალისტების თავისუფალ სიტყვას და უმცირესობას იცავენ", - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა. 

მისი განმარტებით, საქართველოში სიძულვილის ენა და ძალადობა ძალიან შესამჩნევი გახდა.

ამასთან, მან "ქართულ ოცნებას" მოუწოდა, გამოავლინონ 5 ივლისის ორგანიზატორები და ჩაატარონ შესაბამისი გამოძიება. 

"ვიმედოვნებ, მთავრობა ამ რადიკალიზმს შეაჩერებს. 5 ივლისის ძალადობაზე შესაბამის გამოძიებას ჩაატარებს. მოსპობს სიძულვილის ენას და ძალადობას, რომელიც ძალიან შესამჩნევი გახდა. დემოკრატიაში ოპოზიციას რადიკალურ ძალად არ მოიხსენიებენ. ყველა აზრს პატივს სცემენ. ცდილობენ, საუკეთესო გამოსავალი იპოვონ. იგივე ეხება მედიასა და სიტყვის თავისუფლებას. როდესაც მედიასა და სიტყვის თავისუფლებაზე შეტევას მიიტან, ეს ავტოკრატიაზე მიუთითებ. მედიისა და აზრის გამოხატვის თავისულების დაცვა მიუთითებს, რომ შენ განსხვავებული აზრის, განსხვავებული შეხედულებისა და კრიტიკის არ გეშინია. 

საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა ქნას, რომ სიძულვილი და ძალადობა შეაჩეროს, გამოავლინოს ორგანიზატორები, რომლებიც ჩვენი ინფორმაციით, რუსეთთან კავშირში არიან. ჩვენ გვჭირდება საქართველო, სადაც დემოკრატიულ პრინციპებს, ჟურნალისტების თავისუფალ სიტყვას და უმცირესობას იცავენ. არავის აქვს უფლება, ჟურნალისტს მოქმედების საშუალება შეუზღუდოს. კანონის უზენაესობა ყველას უნდა შეეხოს. რუსული მეთოდებით პრობლემების მოგვარება არ შეიძლება, ის კი ნიშნავს, რომ უნდა იყოთ დემოკრატიული და ერთიანი", - აცხადებს ჟიგიმანტას პავილიონისი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები