ჟიგიმანტას პავილიონისი - ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს გეგმა განხორციელდეს

"ჩვენ ახლა ვახდენთ ჩვენი პოლიტიკის გადახედვას, რომელიც იქნება მკაფიო სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის, რომ ჩვენი მხარდაჭერა არ არის უპირობო"- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა. 

"ჩემი შეშფოთება უკავშირდება ევროპულ და ტრანსატლანტიკურ საკითხებს. ჩვენ გვქონდა შეთანხმება რომელსაც ბევრმა პარტიამ მოაწერა ხელი, მათ შორის, "ქართულმა ოცნებამ". ეს არის ერთგვარი გზამკვლევი საქართველოსთვის, რომ ევროპულ და ტრანსატლანტიკურ გზას დაადგეს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს გზამკვლევი განხორციელდება ყველა პოლიტიკური სპექტრის მხრიდან.

ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს გეგმა განხორციელდეს. არსებობს საუბრები იმის შესახებ, რომ ზოგიერთ სფეროში მოხდეს საქართველოს ხელშეწყობა, ჩვენ დავეხმაროთ თქვენს ქვეყანას რეფორმების განხორციელებაში. თუ საქართველო არ განახორციელებს დაპირებულ სასამართლო რეფორმას, მაშინ ჩვენ რატომ უნდა დავაფინანსოთ ეს რეფორმები? ჩვენ ახლა ვახდენთ ჩვენი პოლიტიკის გადახედვას, რომელიც იქნება მკაფიო სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის, რომ ჩვენი მხარდაჭერა არ არის უპირობო. ჩვენ გვსურს რომ საქართველო იყოს რეფორმების ჩემპიონი"- აცხადებს ჟიგიმანტას პავილიონისი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები