წყალტუბოში, დევნილთა დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩაზე დევნილთა დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC)  სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ დღეს საბავშვო ბაღის შენობის მუნიციპალურ საკუთრებაში ოფიციალურად გადაცემის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა წყალტუბოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის გახორციელებისა და ამ მიმართულებით მხარეებს შორის თანამშრომლობის ფაქტი დადებითად შეაფასა. 

მისი თქმით, ქალაქის ტერიტორიაზე ახალი საბავშვო ბაღის გახსნა აუცილებელია როგორც ადგილობრივი,  ასევე დევნილი მოსახლეობისთვის. 

შეხვედრას ესწრებოდნენ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი მანჯავაძე და ამავე სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული სამსახურის უფროსი დავით ჭეიშვილი. 

წყალტუბოში 9 აპრილია N15 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა შესაძლებელი გახდა გერმანიის განვითარების ბანკის (KIW) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს  227, 049, 44 ევროს და ითვალისწინებს ასევე საბავშვო ბაღის შესაბამისი ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვას.

საბავშვო ბაღი 75 აღსაზრდელზეა გათვლილი და ფუნქციონირებას ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებს.

უახლესი ამბები