ნატოს ყოფილი მეკავშირე ოფიცერი უწყებრივი მედლით დააჯილდოვეს

ნატოს მეკავშირე ოფიცერმა თავის მისია საქართველოში დაასრულა. საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ნატოს უკვე ყოფილი მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი გინტარას ბაგდონასი დღეს უწყებრივი მედლით - „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა და საქართველოში წარმატებული მისიისთვის მადლობა გადაუხადა.

დღესვე, თავდაცვის ძალების მეთაურს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როსარია პუგლისმა ნატოს ახალი მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი რუსენ აბიდინოღლუ წარუდგინა.

ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, ასევე უწყების სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.