“ეს არის ქალბატონი ელჩის სუბიექტური და პერსონალური შეფასება”


ავტორი
Front News საქართველო
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამერიკის ელჩის კელი დეგნანის მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სუბიექტურ და პერსონალურ შეფასებად მიიჩნევს.
“მე ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არ აკლია არანაირი ლიდერობა. ჩვენი მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების რჩევას, რა თქმა უნდა, ვიღებთ, თუმცა ეს არის ქალბატონი ელჩის სუბიექტური და პერსონალური შეფასება” – განაცხადა ოხანაშვილმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი 5 ივლისის მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობაა, ითამაშოს წამყვანი როლი სიტუაციის განმუხტვისა და აგრესიის შეკავების კუთხით, თუმცა სამწუხაროდ, “ასეთი წამყვანი როლი მათ ვერ დაინახეს”.
თაგები:


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა