Logo

GORBI – დღეს რომ ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდეს, 46,8% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა

პოლიტიკა
1304
Frontnews image description

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 46,8% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას გამოკითხულთა 27,1%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ – 8,7%. დანარჩენი პარტიების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: “ლელო“ – 3.4%; „ევროპული საქართველო“ – 3.3 %; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“- 3 %; „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2.8%, სხვა – 4,9%

 

მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირდაპირი ინტერვიუს წესით, 1953 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილება ქვეყნის მასშტაბით პლუს-მინუს 2.2%-ია, თბილისის მასშტაბით – პლუს-მინუს 3.2%. საზოგადოებრივი აზრის კვლევა 25 ივლისიდან 4 აგვისტოს შუალედში ჩატარდა.

თაგები:

კვლევა
Advertisement