ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ აირჩიეს

ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
სასტუმრო “პარაგრაფ თბილისში“ პარტიის რიგით მერვე ყრილობა მიმდინარეობს.
ახალი პრემიერისა და მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება პარლამენტში მომავალი სასესიო კვირისთვის იგეგმება.
სამთავრობო ცვლილებები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 29 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი




