ირაკლი კობახიძე - ამ პლატფორმას ვიყენებთ მაქსიმალურად, რომ ვიმუშაოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების რეალიზებაზე

ავტორი
Front News საქართველო
ბაქოში ჩვენი დელეგაცია მონაწილეობს მსოფლიო ურბანულ ფორუმში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები, მათთან გვქონდა ჩვენ ასევე გასაუბრების და შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ პლატფორმას ქართული მხარე ქვეყნის ინტერესების რეალიზებისთვის გამოიყენებს.
"ბაქოში ჩვენი დელეგაცია მონაწილეობს მსოფლიო ურბანულ ფორუმში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები, მათთან გვქონდა ჩვენ ასევე გასაუბრების და შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა ბაქოში, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში აზერბაიჯანში ყოფნა. ამ პლატფორმას ვიყენებთ მაქსიმალურად იმისათვის, რომ ვიმუშაოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების რეალიზებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




