ირაკლი კობახიძე - არიან ადამიანები, რომლებსაც აღიზიანებთ ბიძინა ივანიშვილის ეს როლი, რასაც ჰქვია სუვერენიტეტის გარანტის როლი

ავტორი
Front News საქართველო
2024 წელს, როცა ტარდებოდა საპარლამენტო არჩევნები, ჩვენ ამ მოცემულობით წარვდექით საზოგადოების წინაშე. მთელი ეს კონფიგურაცია საზოგადოებამ იცოდა, ვინ იქნებოდა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ვინ იქნებოდა მთავრობის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარე და შესაბამისად, ამ მოცემულობას მიანიჭა პირდაპირი მანდატი და ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის ჩარჩოებში მოქცეული და ეს ჩარჩოები არის კონსტიტუციური ჩარჩოები.
"დღეს მთავრობაში პროცესები წარიმართება კონსტიტუციური წესების შესაბამისად, იგივე ხდება პარლამენტში და ყველა კონსტიტუციურ ორგანოში. ამასთან ერთად, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და ის არის მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი. ასევე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია, 2024 წელს, როცა ტარდებოდა საპარლამენტო არჩევნები, ჩვენ ამ მოცემულობით წარვდექით საზოგადოების წინაშე. მთელი ეს კონფიგურაცია საზოგადოებამ იცოდა, ვინ იქნებოდა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ვინ იქნებოდა მთავრობის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარე და შესაბამისად, ამ მოცემულობას მიანიჭა პირდაპირი მანდატი და ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის ჩარჩოებში მოქცეული და ეს ჩარჩოები არის კონსტიტუციური ჩარჩოები. ეს არის აბსოლუტურად ცხადი და ამასთან დაკავშირებით ობიექტურად ვერავითარი კითხვის ნიშნები ვერ იქნება. უბრალოდ, არიან ადამიანები, ძალები ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით, რომლებიც არიან მტრულად განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ და რომლებსაც აღიზიანებთ ბიძინა ივანიშვილის ეს როლი, რასაც ჰქვია სუვერენიტეტის გარანტის როლი. ამ როლს ის ასრულებს მას შემდეგ, რაც ჩაერთო პოლიტიკაში. 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო პოლიტიკაში, ქვეყანას სუვერენიტეტი არ ჰქონდა. ქვეყანას მართავდა ადგილობრივი აგენტურა, უცხოური ძალების აგენტურა და ამ აგენტურამ რა მოუტანა ქვეყანას - ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, 2 ისტორიული რეგიონის ოკუპაცია“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




