Logo

ირაკლი კობახიძე - ჩვენ თავს ვგრძნობთ ძალიან მყარად, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა, დაველოდოთ მშვიდად მოვლენების განვითარებას

პოლიტიკა
223
Frontnews image description

გვქონდა რამდენიმე კომუნიკაცია, მათ შორის, მე მქონდა კომუნიკაცია ბატონ რუბიოსთან და ეს ყველაფერი გვინარჩუნებს რწმენას იმისა, რომ შესაძლებელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ნერვიულობს დადებით ტენდენციებზე.

"ჩვენ თავს ვგრძნობთ ძალიან მყარად, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა. რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რაზეც ძალიან ნერვიულობს ჩვენი ოპოზიცია, გვქონდა რამდენიმე კომუნიკაცია, მათ შორის მე მქონდა კომუნიკაცია ბატონ რუბიოსთან და ეს ყველაფერი გვინარჩუნებს რწმენას იმისა, რომ შესაძლებელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, დანარჩენი დაველოდოთ მშვიდად მოვლენების განვითარებას. ოპოზიცია ნერვიულობს დადებით ტენდენციებზე. ჩვენ გვიხარია დადებითი ტენდენციები“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები