ირაკლი კობახიძე - ერთი ქვეყანა მითხარით ევროკავშირის 27 წევრიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი დებატებში უზის ოპოზიციას

ავტორი
Front News საქართველო
მედიის თავისუფლებაზე როცა ვსაუბრობთ, მოლდოვაში დახურეს 12 ტელევიზია, არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი 1, საზოგადოებრივი მაუწყებელი 2. საქართველოში არის მედიაპლურალიზმი, ტელევიზიები აშუქებენ რასაც უნდათ, სრული თავისუფლებაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ხელისუფლების ინიციატივით გაიხსნა დებატები წამყვან ტელევიზიებში.
„მოლდოვას და უკრაინას არ გეუბნებით, ერთი ქვეყანა მითხარით ევროკავშირის 27 წევრიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი დებატებში უზის ოპოზიციას. ამდენად გახსნილია ჩვენი ხელისუფლება, ამდენად გახსნილია მედიაპლურალიზმი და მედიის თავისუფლება და ვის ვედრებით, მოლდოვას და უკრაინას, სადაც საერთოდ აღარ არის მედიაპლურალიზმი? ამას ვედრებით? მე ფაქტებით გესაუბრებით და თქვენ ზეპირად მესაუბრებით. PACE-ს, OGP-ს, სოციალისტურ პარტიას და OECD-ს რაც შეეხება, ყველაფერზე არგუმენტები გვაქვს, რადგან ოთხივე სუბიექტი პირდაპირ გამოიყენებოდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟისთვის. ფაქტებით ვისაუბროთ და არა ზოგადად და აბსტრაქციებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




