Logo

ირაკლი კობახიძე - ღმერთმა დაგვიფაროს, საქართველოს საქმე ისე გაუხდეს, რომ მაქარაშვილთან იმართლოს თავი

პოლიტიკა
148
Frontnews image description

ღმერთმა დაგვიფაროს, საქართველოს საქმე ისე გაუხდეს, რომ მაქარაშვილთან იმართლოს თავი, რამდენი ასეთი საქმეც წავიდა სტრასბურგის სასამართლოში, ყველგან გაიმარჯვა საქართველომ,-  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეთა ჯგუფის მონიტორინგს შეეხებოდა.

მისი თქმით, თავი უნდა იმართლონ მათ, ვისაც ჰქონდა საქართველოში რევოლუციის მოწყობის 5 მცდელობა, გასული 4 წლის განმავლობაში.

"ღმერთმა დაგვიფაროს, საქართველოს საქმე ისე გაუხდეს, რომ მაქარაშვილთან იმართლოს თავი. რა თქმა უნდა, საქართველო არასოდეს იმართლებს თავს მაქარაშვილთან, რომელიც წავიდა უკრაინაში და იქ რეები აკეთა კიდევ მაგაზე ბევრი ჭორ-მართალი არსებობს. რამდენი ასეთი საქმეც წავიდა სტრასბურგის სასამართლოში, ყველგან გაიმარჯვა საქართველომ. და თავი უნდა იმართლონ იმათ, ვისაც ჰქონდა რევოლუციის 5 მცდელობა ჩვენს ქვეყანაში, გასული 4 წლის განმავლობაში“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები