ირაკლი კობახიძე - ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება

ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში, როცა საქმე ეხება, მაგალითად, კრიპტომაინინგს და დაახლოებით 20 მლნ ლარის ელექტროენერგიას იპარავდნენ მაინინგის საფუძველზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო საკმარისად ძლიერი ვერ იყო საბოტაჟის მიმართ, თუმცა დღეს ნამდვილად არის.
"პირველი აქტიური განხილვა ამ საკითხისა, გვქონდა, დაახლოებით, წელიწადის და 2-3 თვის წინ. მაშინაც იყო გარკვეული დავალება გაცემული. ვერ მოხერხდა, თუმცა დღეს ვართ საკმარისად მომაგრებული იმისათვის, რომ ნებისმიერი ასეთი ინიციატივა გავიტანოთ. ჩემთვის პირადად, ამ წელიწადისა და 2-3 თვის წინ ეს არ ყოფილა მიზეზი, რომ ვინმე მფარველი ჰყავდა ამ კრიპტომაინინგს, ეს არ იყო მიზეზი. ჩვენ ძალიან ბევრი საკადრო ცვლილებაც განვახორციელეთ, მათ შორის, ძალოვანი მიმართულებით, შევცვალეთ მთლიანად მიდგომები, დამოკიდებულებები და სახელმწიფო დღეს არის ძლიერი. ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ცდილობდა საბოტაჟს ამ ქვეყანაში, კონკრეტული შემთხვევა იყო, როდესაც ინვესტორს გამოუყვანეს მოსახლეობა და ვიცით, ვინ გამოიყვანა მოსახლეობა, მიზანი იყო - წილში ჩაჯდომა. იყო შემთხვევები, როდესაც ელექტროენერგიაში ჩართულ კომპანიებს ჰქონდათ ინტერესი, ძალიან ადვილია საქართველოში, უცბად შესაძლებელია 50 კაცის მობილიზაცია და ადვილი იყო ასეთი ტიპის პროექტების ჩაშლა. აღარ არის ეს ადვილი. ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, ყველა მიმართულებით - იქნება ეს კორუფცია, საბოტაჟი, თუ ნებისმიერი სხვა, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, ნებისმიერ ლობისტს და ა.შ. წელიწადის და 2-3 თვის წინ ასე არ იყო. დღეს, სახელმწიფოს იმის ძალა და ფუფუნება აქვს, რომ იყოს ბოლომდე უკომპრომისო, ისე რომ არ დააზიანოს რაიმე გვერდითი მოვლენებით ინტერესები. სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში, როცა საქმე ეხება, მაგალითად, კრიპტომაინინგს, როცა დაახლოებით 20 მლნ ლარის ელექტროენერგიას იპარავდნენ მაინინგის საფუძველზე. სახელმწიფო საკმარისად ძლიერი ვერ იყო საბოტაჟის მიმართ და დღეს არის. ჩემთვის არასდროს, არც წელიწად-ნახევრის წინ და არც დღეს, არავის მიმართ მფარველობას არ აქვს არავითარი დატვირთვა. მფარველობა ვერ იქნება ასეთი ნაბიჯებიდან უკან დახევის მიზეზი ჩემთვის.
ჩვენ ხომ შეგვეძლო, მშვიდად გვეზრუნა ქვეყნის განვითარებაზე, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაზე, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში, ჩვენ თან გვიწევდა ამაზე ზრუნვა, თან გვიწევდა რევოლუციის 5 მცდელობასთან დაპირისპირება, ათასი უბედურება იყო - შანტაჟი, საბოტაჟი, კორუფციაც ამის გამოძახილი იყო“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




