Logo

ირაკლი კობახიძე - ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება იმ დეგრადაციისა, რომელსაც განიცდის ევროკავშირი

პოლიტიკა
324
Frontnews image description

პირდაპირ და ღიად რომ ვთქვათ, გვაწუხებს ერთადერთი რამ, რაც ხდება ევროპაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

მან უპასუხა შეკითხვას, რომელიც პრემიერ-მინისტრის ღია წერილზე ოპოზიციის შეფასებებს ეხებოდა.

"ოპოზიციას რაც შეეხება, ჯერ ტექსტების განმარტებაზე არ ჰყოფნით ინტელექტი, მერე ქვეტექსტების განმარტება რომ მოთხოვოთ. რა თქმა უნდა, საამისო არც ინტელექტი აქვთ და არც შეგნება.

რაც შეეხება რეალობას, პირდაპირ და ღიად რომ ვთქვათ, გვაწუხებს ერთადერთი რამ, რაც ხდება ევროპაში და ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულებაც არის ამის გაგრძელება და ჩვეულებრივი გამოხატულება. რა დამოკიდებულებაც აქვთ ამ ადამიანებს ქართველი ხალხის მიმართ, არის აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება იმ დეგრადაციისა, რომელსაც ზოგადად განიცდის ევროკავშირი ევროპული ბიუროკრატიის „წყალობით“. ეს არის ერთადერთი ტექსტიც და ქვეტექსტიც, რაც ადამიანმა უნდა წაიკითხოს ჩვენს მიერ გამოქვეყნებული ღიას წერილიდან. ამის იქით არაფერი არ არის სინამდვილეში საძიებელი, უბედურებაა.  რომელიმემ გასცა პასუხი იმ კითხვებზე, რომლებიც დასმული იყო ამ წერილში? თუნდაც ქართველმა ოპოზიციონერმა. შეფასება გაუკეთეს იმას, რაც მოხდა დანიაში? არ გაუკეთებიათ ეს შეფასება იმიტომ, რომ ისინი არიან ზუსტად იგივე დონეზე, რა დონეზეც არის პეტერ ფიშერი და პაველ ჰერჩინსკი. ერთი დონეა და ეს არის აბსოლუტურად მარგინალური მდგომარეობა, რა მდგომარეობამდეც მივიდა მთლიანად ეს კოლექტივი - აგენტურა ქვეყანაში და მათი ხელმძღვანელობა ქვეყნის გარეთ“, -  განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები