Logo

ირაკლი კობახიძე - რასაც დავპირდით ხალხს, რომ მედიის თავისუფლებას ვერც ბრიტანეთის ხელისუფლება და ვერც აქ ვერავინ შელახავდა, შევასრულეთ

პოლიტიკა
273
Frontnews image description

თითოეულ ტელევიზიას აქვს რეიტინგის პროპორციული რეკლამა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში, თავისუფლების მთავარი საზომია, აქვს თუ არა ტელევიზიას მისი რეიტინგის შესატყვისი რეკლამა და  ეს ასეა საქართველოში.

"რასაც დავპირდით ქართველ ხალხს, რომ მედიის თავისუფლებას ვერც ბრიტანეთის ხელისუფლება და ვერც აქ ვერავინ ვერ შელახავდა, ის შევასრულეთ. ასევე მუშაობს დღეს ტელეკომპანია „იმედი“  სრულიად კანონიერად და ტელეკომპანია „პოსტვ“ სრულიად კანონიერად. რაც შეეხება რეკლამას, სიმართლე არის ის, რომ თითოეულ ტელევიზიას აქვს რეიტინგის პროპორციული რეკლამა. ეს არის ის, რაზეც თავი შემიძლია დავდო. ნებისმიერ ქვეყანაში, მთავარი საზომი თავისუფლების, ზუსტად ეს არის, აქვს თუ არა ტელევიზიას მისი რეიტინგის შესატყვისი რეკლამა და  ეს ასეა საქართველოში“, -  განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები