ირაკლი კობახიძე - შეთანხმებები, რომელიც გაფორმდა, არის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში საეტაპო მნიშვნელობის

ავტორი
Front News საქართველო
შეთანხმებები, რომელიც გაფორმდა არის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში საეტაპო მნიშვნელობის, ეს შეთანხმებები დაკავშირებულია ეკონომიკური და ენერგეტიკული პარტნიორობის გაღრმავებასთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.
მისი თქმით, განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ 20 წლიანი ხელშეკრულება სოციალურ გაზთან დაკავშირებით გახანგრძლივდა 20 წლით.
"ასევე მნიშვნელოვანია ის შეთანხმებები, რომელიც გაფორმდა. ეს არის ჩვენს ურთიერთობებში საეტაპო მნიშვნელობის შეთანხმებები, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკური და ენერგეტიკული პარტნიორობის გაღრმავებასთან. ეს შეთანხმებები უკავშირდება გაზის იმპორტს და ტრანზიტს. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ 20 წლიანი ხელშეკრულება სოციალურ გაზთან დაკავშირებით გახანგრძლივდა 20 წლით. ამისათვის გაფორმდა ახალი ხელშეკრულება და ამას ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




