Logo

ისრაელმა ღაზას სექტორისთვის წყლის მიწოდება განაახლა

მსოფლიო
697
Frontnews image description

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ისრაელმა სამხრეთ ღაზაში წყლის მიწოდება  განაახლა.

 

“შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო ერთი საათის განმავლობაში მე მქონდა კომუნიკაცია ჩემს ისრაელელ კოლეგებთან, რომლებმაც მაცნობეს, რომ მათ ფაქტობრივად გახსნეს წყალმომარაგება სამხრეთ ღაზაში“, –  განაცხადა სალივანმა.

 

ამასთან, ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება შეთანხმებული იქნა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის.

 

მისივე თქმით, გადაწყვეტილება წყლის მიწოდების აღდგენის შესახებ ღაზაში “ისრაელის პოლიტიკასთან შესაბამისობაშია”.

 

თაგები:

ისრაელი
Advertisement