Logo

ხატია დეკანოიძე – ჩვენ აუცილებლად მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე

პოლიტიკა
03.10.2021 / 14:08
Frontnews image description

დიდი მადლობა ყველას, მადლობა ჩემსა ქუთაისს, ამ ბრძოლას ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე – ამის შესახებ ქუთაისის მერობის ოპოზიციის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

 

მან საგანგებო ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს, შტაბის წევრებს, ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებს, ხოლო ოპოზიციის კანდიდატებს, რომლებმაც ქვეყნის დიდ ქალაქებში დამაჯერებელი შედეგები აჩვენეს და  მეორე ტურში გადასვლა მიულოცა.  

 

“დიახ, ოპოზიცია დიდ ქალაქებში მეორე ტურშია, ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო და ასევე, არ შემიძლია დიდი მოწიწებით არ ვახსენო ჩემი ქუთაისი. დიდი მადლობა, მადლობა ნდობისთვის, მადლობა იმისთვის. რომ წარმოუდგენელი ზეწოლის ფონზე, მე ვხედავდი როგორი იყო დამოკიდებულება ძალადობრივი მანქანის და სისტემის,  თქვენ მოხვედით და მოგვეცით ხმა… ჩვენ  ბრძოლას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად  მივიყვანთ ბოლომდე. დიახ, ბიძინა ივანიშვილის კლეპტოკრატული ოლიგარქიის დამარცხება იყო ყველა მოქალაქის სურვილი. ვფიქრობ, ეს სურვილი აღსრულდება”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

 

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, მისი თქმით, არჩევნების ეს შედეგი ნიშნავს რეჟიმის მსხვრევას.  

 

“მიზანი არის ვადამდელი არჩევნები.  ჩვენ აუცილებლად მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე. ადამიანებმა ისე გამოხატეს თავიანთი არჩევანი, რომ “ქართულ ოცნებას” გაყალბების მასშტაბები არ ეყო. ეს ნიშნავს რეჟიმის რღვევას ეს ნიშნავს საქართველოს მოქალაქეების  ძალიან მალე აღსრულებას. დარწმუნებული ვართ, ჩვენ მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე”, – განაცხადა დეკანოიძემ.

 

ცესკოს პირველადი შედეგებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა  ხატია დეკანოიძე 43,75 %- მიიღო, მეორე ადგილზეა „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი 41,86 %-ით. 

 

რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს,  ორ ოლქში  “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ბესიკ ბრეგაძემ  და ანა კოხრეიძემ გაიმარჯვეს, დანარჩენ 8 ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატები იმარჯვებენ.

Advertisement