“ლექსოს ხსოვნისთვის, არ დავიშალოთ, ვიდრე ხელისუფლება არ გადადგება”

ავტორი
Front News საქართველო
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე გამოსვლები დაიწყო. ჟურნალისტმა ვახო სანაიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებას ხვალ დილამდე აქვს ვადა, ხვალ დილით კი უნდა გადადგეს.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი აღარ არის დღეიდან პრემიერ-მინისტრი.
“ჟურნალისტები აქ მოვდიოდით, რომ გაგვეშუქებინა აქციები, ხელისუფლებამ ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენ ვატარებთ საპროტესტო აქციას და ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. არავინ იფიქროს, რომ ეს არის ერთდღიანი ღონისძიება, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ პასუხს არ აგებენ მკვლელობისთვის”, – განაცხადა ვახო სანაიამ.
“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, აქცია არ უნდა დაიშალოს, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი არ გადადგება.
“მე ვფიქრობ და მოგიწოდებთ ყველას, ჩვენ უნდა ჩავასვენოთ ღარიბაშვილის მზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ამობრწყინდეს ლექსოს მზე. ლექსოს ხსოვნისთვის, არ დავიშალოთ, ვიდრე ხელისუფლება არ გადადგება”, – განაცხადა გვარამიამ.
თაგები:





