Logo

მამუკა მდინარაძე - საქართველო არ დაუშვებს, რომ აზრის გამოხატვა და შეურაცხყოფა თანაბარ მოვლენებად იყოს მიჩნეული

პოლიტიკა
268
Frontnews image description

მთელ მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველო იმოქმედებს კონსტიტუციური პრინციპებიდან გამომდინარე და არ დაუშვებს, რომ აზრის გამოხატვა და შეურაცხყოფა იყოს ერთ თანაბარ წონად, თანაბარ მოვლენად მიჩნეული, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამავდროულად, ადამიანებმა უნდა შეძლონ საკუთარი კრიტიკული მოსაზრებების თავისუფლად გამოხატვა, რაც სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა.

"ერთი მხრივ, შსს, სამართალდამცავი სისტემა უზრუნველყოფს, რომ პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი იარაღი იყოს უგულებელყოფილი და მეორე მხრივ, ადამიანებმა შეძლონ საკუთარი კრიტიკული მოსაზრებების თავისუფლად გამოხატვა, ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები