Logo

ნიკა გვარამია - შეიძლება პარტია ყველაფერს ხმას აძლევდეს და მეორე დღეს მისი ლიდერისგან ვიგებდე, რომ პირიქით, ასე არ ვარგაო?!

პოლიტიკა
175
Frontnews image description

ციხეში მყოფი კაცის გახმოვანებას წერილი რატომ სჭირდება, როცა მისი პარტია იქ ზის? შეიძლება პარტია ყველაფერს ხმას აძლევდეს და მეორე დღეს მისი ლიდერისგან ვიგებდე, რომ პირიქით, ასე არ ვარგაო?! აბა, ის პარტია იქ რატომ ზის?, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" პრობლემა იმაშია, რომ მათ გადაწყვიტეს, რომ მთავარი "კოზირი" კი არ არის მხოლოდ მიშა სააკაშვილი, არამედ ერთადერთი "კოზირია".

"ბოლო ადამიანი შეიძლება ვყოფილიყავი ალიანსში, ვინც მხარს დაუჭერდა "ნაციონალური მოძრაობის" ალიანსიდან გაშვებას, ან ამის განხილვასაც კი. მე ისე ვაკეთებ რაღაცებს, როგორც მე ვფიქრობ, თუ ვერ გავიტან ჩემს აზრს. ალიანსია, იქ ბევრი ხალხია. მე არ ველაპარაკები ხალხს ჩემი წერილებით, სააკაშვილს რომ ალაპარაკებს ჩვენთან "ნაციონალური მოძრაობა" მაშინ, როცა თავად იქ ზის. ციხეში მყოფი კაცის გახმოვანებას წერილი რატომ სჭირდება, როცა მისი პარტია იქ ზის? შეიძლება პარტია ყველაფერს ხმას აძლევდეს და მეორე დღეს მისი ლიდერისგან ვიგებდე, რომ პირიქით, ასე არ ვარგაო?! აბა, ის პარტია იქ რატომ ზის? თუ მიშამ უნდა წეროს ყველაფერი, მაშინ მე და მიშას მშვენიერი წერილობითი ურთიერთობა შეგვიძლია გვქონდეს ერთმანეთთან.

"ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ რისთვის არის, თუ მაინც მიშა სააკაშვილმა უნდა ილაპარაკოს? პატიმრობაშია ეს კაცი და კონტექსტიც ნაკლებად იცის იმიტომ, რომ ციხიდან უყურებს ყველაფერს, მოქმედების არეალი აქვს შეზღუდული. პრობლემა იმაშია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" "კოზირად" ხელში დაიტოვა მიშა სააკაშვილი. "ნაციონალური მოძრაობის" პრობლემა იმაშია, რომ მათ გადაწყვიტეს, რომ მთავარი "კოზირი" კი არ არის მხოლოდ მიშა სააკაშვილი, არამედ  ერთადერთი "კოზირია", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები