პარლამენტთან აქცია – “არა რუსულ კანონს” მიმდინარეობს

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია – “არა რუსულ კანონს” მიმდინარეობს.
პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის განხილვა დაიწყო.
როგორც ცნობილია, 11:00 საათიდან დაიწყება სტუდენტების მსვლელობები ილიას და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან პარლამენტის მიმართულებით, მასშტაბური აქცია კი პარლამენტის წინ 19:00 საათზე გაიმართება.
კანონპროექტს რეგიონებშიც გააპროტესტებენ.
თაგები:
აქცია




