Logo

“საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება, ჩვენ მათთან ვმუშაობთ”

საზოგადოება
1438
Frontnews image description

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებაზე საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება. 

"რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულებას, მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება. რა თქმა უნდა, ჩვენ მათთან ვმუშაობთ. 

"ქართულმა ოცნებამ" ჩაშალა ყველა შეთანხმება, ყველა პუნქტის გარშემო. ჩვენ სამ პუნქტზე გვქონდა შეთანხმება, თანახმა ვიყავით მიუხედავად იმისა, რომ არ იყო სრულყოფილი, მაგრამ სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" დამოკიდებულება იყო შემდეგი, რომ ისინი არც ამ სამ პუნქტს არ დაეთანხმნენ", – განაცხადა დეკანოიძემ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები