Logo

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარედ გაიმართება

რეგიონები
379
Frontnews image description

26 მაისს ბათუმში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ანბანის კოშკის მიმდებარედ გაიმართება.

მერიის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში ბავშვებისა და მოზარდებისათვის შემეცნებითი და სპორტული აქტივობები ჩატარდება, მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეებისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

17:10 წუთზე შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, რის შემდეგაც  დაიწყება საზეიმო კონცერტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრისა და სოლისტების მონაწილეობით, დავით მუქერიას დირიჟორობით. ღონისძიებას ფოლკლორული ანსამბლებიც შეუერთდებიან.

საღამოს დასასრულს მსმენელის წინაშე ბენდი „ურსა“ წარდგება.

თაგები:

ბათუმი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები