Logo

სერგი ხიდეშელი ონის მუნიციპალიტეტის წამატებულ სპორტსმენებს შეხვდა

Frontnews image description

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მოადგილეებთან – გიორგი ნოდარიშვილთან და ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის სპორტსმენებს – თორნიკე სამხარაძეს, გიორგი ჩიხრაძეს და ლუკა გუგეშაშვილს შეხვდა.

 

13-14 აპრილს ქ.გურჯაანში გამართულ საქართველოს პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის, სამივე სპორტსმენი, მეორე საპრიზო ადგილს დაეუფლა. 

 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს მიულოცეს მეორე საპრიზო ადგილის დაკავება და კარიერაში წარმატებები უსურვეს. თავისუფალ ჭიდაობაში მიღწეული წარმატებისთვის და სპორტის პოპულარიზაციისთვის ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგი ხიდეშელის გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან, საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულ სპორტსმენებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.

 

“მიხარია თითოეული თქვენგანის წარმატება. მინდა მოგილოცოთ და კიდევ უფრო დიდი წარმატებები გისურვოთ. სპორტზე ზრუნვა და მისი განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი კვლავ გააგრძელებს წარმატებული სპორტსმენების წახალისებას და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მხარდაჭერა, სტიმულს მისცემს სხვა ახალგაზრდებსაც”, – განაცხადა შეხვედრის დასასრულს ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ახალგაზრდა სპორტსმენების აღმზრდელები, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები თავისუფალ ჭიდაობაში ტარიელ ბერელიძე და პაპუნა გძელიშვილი.

Advertisement