Logo

სულხან თამაზაშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა

პოლიტიკა
254
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობასა და არსებული კავშირების გაფართოების მნიშვნელობაზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და ისრაელის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებობს მჭიდრო და ეფექტიანი ორმხრივი ურთიერთობები. ამასთან, მან მიმოიხილა ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები.

დასასრულს, ელჩმა შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა შეხვედრისთვის და გამოხატა მზაობა განაგრძოს აქტიური მუშაობა არსებული კავშირების შემდგომი გაფართოების მიზნით.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები