თავდაცვის მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იაპონიის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ იშიძუკა ჰიდეკის საქართველოში იაპონიის ელჩად დანიშვნა მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მინისტრმა იაპონიის მხარეს საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და იაპონიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს. ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო პროგრამებში და საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზე. აღინიშნა საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იაპონიის მხარის ფინანსური კონტრიბუცია.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე