ყველანაირი ნდობის მანდატი საზოგადოების წინაშე 100%-ით ამოწურა ბიძინა ივანიშვილმა, რადგან ამ ადამიანმა სიცრუე აქცია პოლიტიკურ სტანდარტად, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთადერთი რესურსი, რაც ქართველ ხალხს დარჩა იმისთვის, რომ არ დაკარგოს სამშობლო, ეს არის უწყვეტი პროტესტი საბოლოო გამარჯვებამდე.
“ყველანაირი ნდობის მანდატი საზოგადოების წინაშე 100%-ით ამოწურა ბიძინა ივანიშვილმა, რადგან ამ ადამიანმა სიცრუე აქცია პოლიტიკურ სტანდარტად. ბიძინა ივანიშვილს მივმართავდი მე არჩევნებამდე, მაგრამ ახლა აზრი აღარ აქვს ამ ყოველივეს. ერთადერთი რესურსი, რაც ქართველ ხალხს დარჩა იმისთვის, რომ არ დაკარგოს სამშობლო, ეს არის უწყვეტი პროტესტი საბოლოო გამარჯვებამდე. ჩვენ გვართმევენ სამშობლოს, ჩვენ ამას ვხედავთ და ივანიშვილი არის რუსული პროექტის მარიონეტი“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
რუსთაველის გამზირზე, 19:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება. ამ დროისთვის, ოპოზიციონერი ლიდერები, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და პროტესტის მონაწილეები ვაგზლის მოედანზე, “თბილისი ცენტრალის” მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, საიდანაც პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მარში მოეწყობა.