spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გედევან ფოფხაძე – სააკაშვილი კი არ უნდა გაათავისუფლო, ივანიშვილი და კობახიძე უნდა მიუსვა გვერდით

მეც არ ვარ სააკაშვილის გათავისუფლების მომხრე, სააკაშვილი კი არ უნდა გაათავისუფლო, ივანიშვილი და კობახიძე უნდა მიუსვა გვერდით,  –  ამის შესახებ Front News-ს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა  გედევან ფოფხაძემ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა. 

 

მისი თქმით,  კობახიძე თავისი განცხადებით კვლავ უკრაინას უპირისპირდება. 

 

„კობახიძის განცხადებაში ყველაზე  პრობლემურია ის ნაწილი, რომ სააკაშვილი აქ იმიტომ ჩამოვიდა, რომ გახარიასთან და ხაზარაძესთან ერთად მეორე ფრონტის გახსნას აპირებდა, ამით მან  ფაქტობრივად უკრაინა დაადანაშაულა ომის პროვოცირებაში და რომ  აქ ემზადებოდნენ მეორე ფრონტის გასახსნელად. 

 

რაც შეეხება სააკაშვილის გათავისუფლების მომხრეობას, მე არ ვარ სააკაშვილის გათავისუფლების მომხრე, კი არ უნდა  გაათავისუფლო, პირიქით, ივანიშვილი და კობახიძე უნდა მიუსვა გვერდით საკანში.  

 

პრობლემა არის არა სააკაშვილი, არამედ კოლაბორაციონისტული მთავრობა, რომელიც ივანიშვილ-ღარიბაშვილთან ერთად საქართველოს უპირისპირებს მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს. მიუხედავად იმისა, რომ  სააკაშვილის გათავისუფლების მომხრე არ ვარ, მაგრამ მზად ვარ სააკაშვილის  გათავისუფლების მომხრეებთან ერთად ვიბრძოლო ამათ წინაღმდეგ,  რომ საქართველო არ აცდეს ისტორიულ განვითარებას“,   – განაცხადა გედევან ფოფხაძემ

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები