პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან აქტივისტი გელა ხასაია პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
მას სამართალდამცველები აქციაზე მისვლის წინ ჩანთის შემოწმებას სთხოვდნენ, რათა მათი თქმით, გაერკვიათ, ჰქონდა თუ არა კანონსაწინააღმდეგო ნივთი, რაზეც გელა ხასაიამ უარი განაცხადა.
ხასაიასთან ერთად პარლამენტის წინ სხვა აქტივისტებსაც უმოწმებენ ნივთებს.
სამართალდამცველების განცხადებით, ჩხრეკის მიზანი საპროტესტო აქციის უსაფრთხოებაა.
ამ ეტაპზე პარლამენტთან აქტივისტებთან ერთად სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
აქტივისტები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომას აპროტესტებენ.
შსს-ს ცნობით, გელა ხასაია ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.