უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 399 090 (+950) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 15.02.24-მდე: ტანკები – 6442 (+9), ჯავშანტექნიკა – 12090 (+47), საარტილერიო სისტემები – 9620 (+54), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 984 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 671 (+0), თვითმფრინავები – 332 (+0), ვერტმფრენები – 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 7404 (+33), ფრთოსანი რაკეტები – 1882 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 25 (+1). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 12691 (+29), სპეციალური ტექნიკა – 1524 (+1).