spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გენერალი მარკ მილი – უკრაინაში რუსეთის ომი სავარაუდოდ, მოლაპარაკებით დასრულდება

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის, გენერალ მარკ მილის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ომი სავარაუდოდ, მოლაპარაკებით დასრულდება და არა ბრძოლის ველზე.

 

“სამხედრო თვალსაზრისით, მე მაინც ვამტკიცებ, რომ წელს ძალიან რთული იქნება რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრიდან რუსული ძალების სამხედრო გზით განდევნა.

 

რაც შეიძლება მოხდეს, არის თავდაცვის გაგრძელება, ფრონტის სტაბილიზაცია. ვფიქრობ, ამის მკაფიოდ გაკეთება შესაძლებელია. ვფიქრობ, ეს დამოკიდებულია აღჭურვილობის მიწოდებასა და მომზადებაზე. ვფიქრობ, ძალიან შესაძლებელია უკრაინელებმა განახორციელონ მნიშვნელოვანი ტაქტიკური ან თუნდაც ოპერატიული დონის შეტევითი ოპერაცია, უკრაინის რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის გასათავისუფლებლად“, – განაცხადა გენერალმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები