უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 21 900 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 25.04-მდე:
ტანკები – 858, ჯავშანტექნიკა – 2258, საარტილერიო სისტემები – 411, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 149, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 69, თვითმფრინავი – 181, ვერტმფრენები – 154, საავტომობილო ტექნიკა – 1 566, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 8, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 76, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 201, სპეციალური ტექნიკა – 28, გამშვები სისტემა – 4.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.