თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალშია.
ნახევარფინალში ქართველმა სპორტსმენმა ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე ანგარიშით 6:3 დაამარცხა.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორი წევრი – გენო პეტრიაშვილი (125 კგ) და ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) ასპარეზობდნენ.
ავთანდილ კენჭაძე პირველი წრეში იტალიის სახელით მოასპარეზე კუბელთან, მსოფლიო ჩემპიონ და ოლიმპიურ მედალოსან ფრანკ ჩამიზოსთან დამარცხდა.
ფინალური ბლოკი ხვალ, 14:30 საათზე დაიწყება.