spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გენშტაბი – უკრაინის თავდაცვის ძალებმა კრასნოდარის ოლქში “შაჰედის” ტიპის დრონების ბაზას წარმატებით დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა “შაჰედის” ტიპის დრონების საწყობ ბაზაზე წარმატებული იერიში მიიტანა.

“დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო-სამხედრო ნაწილების დამრტყმელმა ჯგუფმა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფებთან ერთად, რუსეთის კრასნოდარის ოლქში, “შაჰედის” ტიპის დრონების სასაწყობე ბაზაზე მიიტანა იერიში”, – აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბაზაზე 400-მდე მოიერიშე დრონი ინახებოდა. გენერალურ შტაბში განმარტეს, რომ დაკვირვების შედეგებმა აჩვენა მიზანში ზუსტი დარტყმა, ადგილზე მეორადი აფეთქება დაფიქსირდა.

“შაჰედის” უპილოტო საფრენი აპარატების საწყობის ბაზის განადგურება მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსი ოკუპანტების მიერ  უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში მშვიდობიანი მოსახლეობის დატერორების უნარს. ოკუპანტების სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ საბრძოლო სამუშაოები გრძელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები