28 იანვარს Georgian Airways-ის დანიშნული თბილისი-მოსკოვი-თბილისის ჩარტერული რეისი გაუქმდა.
3-წლიანი პაუზის შემდეგ, მოსკოვის მიმართულებით პირველი ფრენა დღეს უნდა შესრულებულიყო. ბორტზე უკვე ყველა ბილეთი გაყიდული იყო, თუმცა მოსკოვმა თვითმფრინავს აფრენის საშუალება არ მისცა.
რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა.