spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, რომელშიც შედის ჰაუბიცები, საზენიტო იარაღები და რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

“დღეს ჩვენ ვამზადებთ დახმარების ახალ პაკეტს, ეს არის 1,1 მილიარდი ევრო. ეს არის 36 ჯავშანტექნიკა სამრეწველო მარაგებიდან, 120 ათასი საბრძოლო მასალა, ორი Skynex სისტემა და რაკეტები IRIS-T-სთვის“, – განაცხადა შოლცმა.

 

მან ასევე განაცხადა, რომ გერმანიამ წელს უკრაინას დახმარებისთვის 1,7 მილიარდი ევრო გამოუყო, მომდევნო წლებში კი 6 მილიარდი ევრო.

 

შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია პარტნიორებს შორის  უკრაინის დახმარებით კუთხით მეორე ქვეყანაა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები