გერმანიამ გაზსადენი Nord Stream 2-ის სერტიფიცირება შეაჩერა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.
გერმანიის კანცლერის თქმით, კრიზისული პირობების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე Nord Stream 2 ვერ გაგრძელდება, რის გამოც, მისი დამტკიცების პროცესი შეჩერდა.
Nord Stream 2-ის გაზსადენით რუსული ბუნებრივი აირი გერმანიას უკრაინის ტერიტორიის გვერდის ავლით უნდა მიეღო.