გერმანიაში, ქალაქ მანჰაიმის ცენტრში, სადაც ბაზრობა იმართებოდა, ავტომობილი ხალხში შევარდა.
მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადგილობრივი მედია წერს 2 დაღუპულის და 25 დაშავებულის შესახებ, რომელთაგან სულ მცირე 15 მძიმე მდგომარეობაშია.
მძღოლი უკვე დაკავებულია, მის მოტივებს პოლიცია იძიებს.
ჯერჯერობით უცნობია განიხილავს თუ არა ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად.