გერმანიის ჩრდილოეთში დანით შეიარაღებული მამაკაცი მოძრავი მატარებლის მგზავრებს თავს დაესხა. მატარებელი რეისს კილიდან ჰამბურგში ასრულებდა.
გერმანული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
თავდამსხმელი, 30 წლამდე მამაკაცი პოლიციამ სადგურზევე დააკავა.
თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.