“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.
“განსაკუთრებით მივესალმებით მოსახლეობასთან დიალოგის გამართვის ინიციატივას. პროცესში შესაბამისი ჯგუფების ჩართვა და პროფესიული დიალოგი ყველა დემოკრატიული საკანონმდებლო პროცესის საფუძველს წარმოადგენს.
მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, ერთად გადადგან აუცილებელი ნაბიჯები საქართველოს ევროპული მომავლისათვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.