მაშინ ქართველები საბჭოთა კავშირისგან თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, რასაც თავიანთი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეწირეს. მათი თავდადება ჩვენთვის უნდა იყოს მოტივაცია იმისათვის, რომ მუდამ დავიცვათ თავისუფლება და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.
საელჩოს განცხადებით, 9 აპრილის მსხვერპლთა და დაშავებულთათვის პატივის მისაგებად გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა დღეს პარლამენტის წინ გვირგვინი მიიტანა.
“1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლთა და დაშავებულთათვის პატივის მისაგებად გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა დღეს პარლამენტის წინ გვირგვინი მიიტანა.
მაშინ ქართველები საბჭოთა კავშირისგან თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, რასაც თავიანთი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეწირეს. დღეს მოვიგონებთ მათ სიმამაცესა და სიძლიერეს. მათი თავდადება ჩვენთვის უნდა იყოს მოტივაცია იმისათვის, რომ მუდამ დავიცვათ თავისუფლება და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ თბილისში პარლამენტის წინ ძალადობრივად დაარბია მშვიდობიანი დემონსტრაცია, რა დროსაც მრავალი ადამიანი მოკლეს, მათ შორის უმეტესი ქალი.
ყველაზე ახალგაზრდები 16 წლისანი იყო.
ესენი არიან:
აზა ადამია
ნათია ბაშალეიშვილი
ეკა ბეჟანიშვილი
ნატო გიორგაძე
თამუნა დოლიძე
თინა ენუქიძე
ნინო თოიძე
ზაირა კიკვიძე
მანანა ლოლაძე
თამარ მამულიშვილი
ვენერა მეტრეველი
მამუკა ნოზაძე
ნანა სამარგულიანი
შალვა ქვასროლიაშვილი
მარინა ჭყონია-სამარგულიანი
ელისო ჭიპაშვილი
თამარ ჭოველიძე
ნოდარ ჯანგირაშვილი
მზია ჯინჭარაძე
მანანა მელქაძე
გია ქარსელაძე”, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.