spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გერმანიის საელჩო – მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი მიმართულია LGBTQI პირების დისკრიმინაციისკენ, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაში.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ის საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირისგან.

“საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი მიმართულია LGBTQI პირების დისკრიმინაციისკენ. როგორც „ვენეციის კომისიამ“ დაადგინა, იგი არღვევს ადამიანის ინდივიდუალურ სამოქალაქო უფლებებს. ის საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირისგან. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს თავისი კურსი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები