spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა. რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს ბერბოკის მეორე ვიზიტია უკრაინაში. 

 

ანალენა ბერბოკი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან შეხვედრას გეგმავს, თუმცა მისი ზუსტი განრიგი გასაიდუმლოებულია უსაფრთხოების მიზეზების გამო.

 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თქმით, მისი უკრაინაში ყოფნა მიზნად ისახავს იმის ჩვენებას, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება, როგორც იარაღის მიწოდებით, ისე ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერით. 

 

“პუტინის გათვლა არასწორი იყო, რადგან მთელმა ევროპამ იცის, რომ უკრაინა იცავს ჩვენს მშვიდობიან წესრიგს“, – აღნიშნა ბერბოკმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები