გერმანიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მცირე უპირატესობით, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა.
ფედერალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული წინასაწარი მონაცემების თანახმად, სოციალ-დემოკრატებმა ხმების 25,7% მოიპოვეს.
24,1%-ით მეორე ადგილზეა მემარჯვენე-ცენტრისტული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ბლოკი, „მწვანეებმა“ ხმების 14,8% მიიღეს, „თავისუფალმა დეოკრატიულმა პარტია“ 11,5% მოიპოვა, ულტრა-მემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კი – 10.3%.
არსებული მონაცემებით, გერმანიის ბუნდესტაგში 735 სადეპუტატო მანდადტიდან ადგილები შემდეგნაირად ნაწილდება: სოციალ-დემოკრატები – 206 ადგილი; მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის ალიანსი – 196 ადგილი, მწვანეები – 118 ადგილი; თავისუფალი დემოკრატები – 92 ადგილი; „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – 83 ადგილი; სოციალისტი მემარცხენეები – 39 ადგილი.