spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ღარიბაშვილი ზელენსკიმ პირველი ხარისხის ორდენით – “დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში, ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი ხარისხის ორდენით – “დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა.

 

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე დააჯილდოვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ფინეთის, სლოვაკეთის და მოლდოვას პრეზიდენტები; რუმინეთის, სლოვაკეთის და ხორვატიის პრემიერ-მინისტრები.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს ყირიმის პლატფორმის სამიტში მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილმა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები