spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ღარიბაშვილის განცხადების შინაარსია: “რუსეთის დავალებით ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რათა არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის ვიზიტს ეხმაურება.

 

სააკაშვილი ასევე, გურიაში სტიქიის დროს დაღუპულების ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

 

“პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გურიაში სტიქიის დროს დაღუპულების ოჯახის წევრებს.

 

ღარიბაშვილის მიერ ბორელთან საერთო ბრიფინგის დროს გაკეთებული განცხადების შინაარსი არის შემდეგი:

 

“რუსეთის დავალებით ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რათა არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი”.

 

მიზანი ზუსტად ესაა: მან და მისმა შვილმა კერძო თვითმფრინავით იფრინონ ამერიკულ უნივერსიტეტებში და დანარჩენ ქართველ ახალგაზრდებს ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა სრულად შეუზღუდოს.

 

ალტერნატივაც უკვე შემოგვთავაზეს – რუსულ უნივერსიტეტებში ქართველებისთვის სწავლა უფასო გახდა”, – წერს სააკაშვილი.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები