ღრმად იმედგაცრუებული ვართ ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოდგენის გამო, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
“ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ძლიერი შეშფოთება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე ევროკავშირში გაწევრიანების დიალოგთან დაკავშირებით და ქართველი ხალხის ლეგიტიმური პროტესტის ძალადობრივად ჩახშობის გამო”, – წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს რუმინეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, იტალიასა და ესპანეთს “ევროკავშირის საბჭოზე ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირების გამო” მადლობა გადაუხადა.